თურქეთიდან ალუბლის ექსპორტმა წლის დასაწყისიდან $205 მლნ-ს მიაღწია. ამ მონაცემებით, თურქეთი ალუბლის წარმოებაში მსოფლიო ლიდერად რჩება.

თურქეთმა წლის დასაწყისიდან ექსპორტზე 75 000 ტონა ალუბალი გაიტანა.

2022 წელს ალუბლის ექსპორტის მოცულობამ ფიზიკური თვალსაზრისით 57 ათასი ტონა შეადგინა. წელს აგვისტოს მდგომარეობით, 75 ათასი ტონა ალუბალი იყო ექსპორტირებული. ამრიგად, ექსპორტი ფიზიკური თვალსაზრისით 2023 წელს გაიზარდა 32%-ით, ფულადი თვალსაზრისით 54%-ით.

თურქული ალუბლის იმპორტიორთა შორის ლიდერად გერმანია რჩება. 2023 წელს გერმანიაში თურქეთიდან ექსპორტი 91%-ით გაიზარდა და $92 მლნ შეადგინა.

მეორე ადგილი რუსეთის ფედერაციას იკავებს $41 მლნ-ით. ავსტრიაში ექსპორტი 686%-ით გაიზარდა და $14 მლნ შეადგინა. მეოთხე და მეხუთე ადგილებს იკავებს იტალია - $7,7 მლნ-ით და ნორვეგია - $7,1მლნ-ით