თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირებას მინიმუმ ოქტომბრამდე ვერ შეძლებს, რადგან თურქეთის პარლამენტის სხდომა შემოდგომამდე არ გაიმართება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსის სამიტის დაწყებამდე ის NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგსა და შვედეთის პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსონს შეხვდა. შეხვედრისას განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას უახლოეს პერიოდში შვედეთის წევრობის პროცესთან დაკავშირებით.

კითხვაზე, როდის გამართავს პარლამენტი შვედეთის განაცხადზე კენჭისყრას, ერდოღანმა უპასუხა, რომ ამ საკითხის დეპუტატები საპარლამენტო არდადეგების დასრულების შემდეგ შეძლებენ. თურქეთის პარლამენტის საშემოდგომო სესია 1-ელ ოქტომბერს იწყება.