UFC-ს პრეზიდენტმა, დანა უაითმა Complex News-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის ილია თოფურიას დაბრუნების საკითხსაც შეეხო.
„არ ვიცი, რა მოხდება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა, ილია თოფურია მსუბუქი დივიზიონის (70კგ) დროებითი ქამრის ფლობელს, ჯასტინ გეიჯის ან პედი პიმბლეტს შეხვდება“, – აღნიშნა უაითმა.
ბრიტანელი პედი პიმბლეტი და ამერიკელი ჯასტინ გეიჯი წონის დროებითი ქამრისთვის ერთმანეთს 25 იანვარს დაუპირისპირდებიან.
რაც შეეხება ილია თოფურიას, მან აღნიშნა, რომ პირადი მიზეზების გამო 2026 წლის პირველ მეოთხედში არ იბრძოლებდა. ის, სავარაუდოდ, გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულში დაბრუნდება.
28 წლის ქართველმა UFC-ს მსუბუქი დივიზიონის ქამარი 2025 წლის ივნისში მოიპოვა.