კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი ლიტვაში NATO-ს სამხედრო ბაზისა და ბირთვული იარაღის შესაძლო განთავსებასდაძაბულობის გამწვავებისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. მისი თქმით, რუსეთი იძულებული იქნება, საპასუხო ზომები მიიღოს.

პესკოვის მტკიცებით, NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მოახლოება "ვერ იქნება აღქმული, თუ არაროგორც დაძაბულობის ესკალაციისკენგადადგმული ნაბიჯი, ისევე როგორცმეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზებირთვული იარაღის განთავსება."- განაცხადა პუტინის პრესსპიკერმა ლიტვის სეიმის მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღისა და უცხოური სამხედრო ბაზების აკრძალვის გაუქმების მხარდაჭერაზე საუბრისას.

"ვერც ერთი და ვერც მეორე შეუწყობს ხელს ევროპის კონტინენტზე ვითარების სტაბილურობასა და განჭვრეტადობას, არამედ პირიქით - ჩვენდა სამწუხაროდ, დაძაბულობის ესკალაციისკენ გადადგმულკიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად იქცევა. რაც შეეხება რუსეთს, რა თქმა უნდა, რუსეთი იძულებული იქნება, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საკუთარი უსაფრთხოების გარანტირებულად უზრუნველყოფისათვის", - ნათქვამია პესკოვის განცხადებაში.

ცნობისთვის, ლიტვამ საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების დაშვებისკენ ნაბიჯი გადადგა მას შემდეგ, რაც სეიმმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა შესწორებას, რომელიც ბირთვული იარაღის განლაგების კონსტიტუციურ აკრძალვას აუქმებს.

შესწორება კონსტიტუციის 137-ე მუხლს ეხება, რომელიც ამჟამად ლიტვის ტერიტორიაზე მასობრივი განადგურების იარაღისა და უცხო სახელმწიფოების სამხედრო ბაზების არსებობას კრძალავს. მიღების შემთხვევაში, შესწორება აღნიშნული დებულების კონსტიტუციიდან ამოღებას გამოიწვევს.

ამასთან, ლიტვის პრემიერმინისტრის მინდაუგას სინკევიჩიუსის განცხადებით, ლიტვა მზად არის, აშშ-ს მუდმივი სამხედრო ბაზის მოწყობის ხარჯები დაფაროს, თუკი ვაშინგტონი  ბაზის განთავსებას დათანხმდება.