ხუთშაბათს, 27 აპრილს მილიარდერი მარკ ცუკერბერგის ქონება ერთ დღეში კიდევ $10.1 მილიარდით გაიზარდა. ამას Forbes Real-Time-ის მონაცემები მოწმობს.
წინა დღით, Meta Platforms-მა, რომელსაც ცუკერბერგი ხელმძღვანელობს, ინვესტორები პირველ კვარტალში გაყიდვების მაღალი მაჩვენებლით გააოცა, რის შემდეგაც კომპანიის აქციები თითქმის 14%-ით გაიზარდა.
Forbes Real-Time-ის მიხედვით ცუკერბერგის ქონება 84,9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მსოფლიო მილიარდერთა სიაში Facebook-ის შემქმნელი ახლა მე-14 ადგილს იკავებს.