ორგანიზაცია TasteAtlas-მა ცხვრის ხორცისგან დამზადებული კერძების რეიტინგი გამოაქვეყნა. მსოფლიოს გარშემო TOP 100 საუკეთესო კერძში ჩანახი, ხაშლამა და ჩაქაფული მოხვდა.

ჩანახმა 30-ე პოზიცია დაიკავა; ხაშლამამ 45-ე; ხოლო ჩაქაფული 50-ე პოზიციაზე გავიდა.

პირველ ათეულში 5 თურქული კერძი მოხვდა. თურქულის გარდა, რეიტინგში ჭარბობს ირანული და ბერძნული კერძები.

TasteAtlas-ის რეიტინგში პირველ ადგილზე ბერძნული paidakia-აა.