მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წითელი ზღვის გავლით საკონტეინერო გემების ტრანზიტი განახევრდა, ხოლო თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადამზიდავი გემების ტრანზიტი საერთოდ შეჩერდა. ამის შესახებ Anadolu წერს.

ექსპერტები ამბობენ, რომ რეგიონში დაძაბულობამ მთლიანად შეცვალა კონტეინერების ბაზრის პერსპექტივა, ტრანზიტის გახანგრძლივებული ვადები მნიშვნელოვან რისკს უქმნის საზღვაო ვაჭრობას.

რეგიონული დაძაბულობა, რომელიც გასული წლის ბოლოს გამწვავდა მას შემდეგ, რაც იემენში ირანის მხარდაჭერილმა ჰუთებმა განახორციელეს თავდასხმები ისრაელთან დაკავშირებულ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში, მძიმე გავლენას ახდენს გადაზიდვის ინდუსტრიაზე.

გადამზიდავმა კომპანიებმა გადაიტანეს ან შეაჩერეს მარშრუტები წითელი ზღვიდან კეთილი იმედის კონცხამდე, რამაც გამოიწვია საზღვაო ტრანსპორტის მკვეთრი შემცირება წითელ ზღვაში.

MarineTraffic-ს მონაცემების მიხედვით, წითელ ზღვაში საკონტეინერო გემების ტრანზიტი გასული წლის პირველ კვარტალში გასული წლის იგივე პერიოდის 7 804 -იანი მაჩვენებლიდან 3464-მდე შემცირდა, რაც 55.6%-ია

თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გემების ტრანზიტი ამ პერიოდში 84,3%-ით შემცირდა და წითელ ზღვაში LNG-ით ვაჭრობა  შეჩერდა.