ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფაქტობრივად „მოლაპარაკებების მაგიდის დაბომბვის" ბრძანება გასცა.

არაღჩის მტკიცებით, „შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იყო".

"ჟენევა იმ გაგებით დავტოვეთ, რომ შემდეგ შეხვედრაზე შეთანხმებას მივაღწევდით. მათ, ვისაც დიპლომატიის ჩაშლა სურდათ, წარმატებით შეასრულეს თავიანთი მისია“, - დაწერა არაღჩიმ X-ზე დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

არაღჩიმ დასძინა, რომ საბოლოოდ, სწორედ ტრამპმა „მოლაპარაკებების მაგიდის დაბომბვის ბრძანება გასცა".

www.interpressnews.ge