კრიპტოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა და Ethereum-ის დამფუძნებელი, ვიტალიკ ბუტერინი უჩვეულო ფსონის დებს.

ბუტერინმა 148,000 დოლარის ფსონი დადო Polymarket-ზე იმის შესახებ, რომ უახლოეს პერიოდში არამიწიერი ცივილიზაციების და უცხოპლანეტელების არსებობის დამადასტურებელი მყარი მტკიცებულებები არ გამოქვეყნდება.

ბუტერინის ეს ფსონი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებას უკავშირდება, რომელიც ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ არსებული საიდუმლო ფაილების სრულ გასაჯაროებას მოითხოვს.

პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და პენტაგონსა და დაზვერვის სააგენტოებს დაავალა, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ამოუცნობ ანომალიურ მოვლენებს უკავშირდება.

ცხადია, ამ გადაწყვეტილებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია როგორც სამეცნიერო წრეებში, ისე ფართო საზოგადოებაში, რამაც საპროგნოზო ბაზრებზე უცხოპლანეტელების დადასტურების საკითხზე ფსონების წარმოშობა გამოიწვია.

თუკი გასაჯაროებული ფაილებიდან უცხოპლანეტების არსებობა არ დადგინდება, მაშინ ბუტერინი თავისი ფსონის სანაცვლოდ რამდენიმე ათას დოლარს მოიგებს; თუკი არამიწერი ცივილიზაციების არსებობა დადასტურდება, მაშინ ბუტერინიც წააგებს და ადამიანებსაც მეტი სადარდებელი გაგვიჩნდება.

bm.ge