აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გატარებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად, ფინანსური დარტყმა მიადგა Berkshire Hathaway-ს.

ამის შესახებ განმარტება კომპანიამ შაბათს, 2 აგვისტოს გააკეთა. Berkshire Hathaway-ის განცხადებით, აშშ-ის მიერ დაწესებულმა ტარიფებმა გადაზიდვებისა და შეკვეთების შეფერდება/შემცირება გამოიწვია.

Berkshire-ის შემოსავლები 5.1%-ით შემცირდა

კონგლომერატის სამომხმარებლო პროდუქტების ჯგუფის შემოსავლები, რომელიც მოიცავს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Fruit of the Loom, Jazwares და Brooks Sports, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, წინა წელთან შედარებით, 5.1%-ით შემცირდა და 189 მილიონი დოლარი შეადგინა.

მიუხედავად ამისა, Berkshire Hathaway-მ განაცხადა, რომ ფეხსაცმლის მწარმოებელი Brooks-ის შემოსავალი მეორე კვარტალში 18.4%-ით გაიზარდა, რაც გამოწვეული იყო გაყიდვების ზრდით.

Reuters-ი წერს, რომ უორენ ბაფეტის კონგლომერატს ინვესტორები ყურადღებით აკვირდებიან, რადგან სხვადასხვა სექტორში მისი ბიზნესების ფართო სპექტრი აშშ-ის ეკონომიკის „მიკროკოსმოსად“ აღიქმება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მაისში გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე ბაფეტმა ისაუბრა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და აღნიშნა, რომ ტარიფები არ უნდა იყოს „იარაღი“ და რომ „დაბალანსებული ვაჭრობა მსოფლიოსთვის კარგია“.

bpn.ge