ტრამპი თავისი ხასიათით, თავისი დაჟინებით, სწრაფად აღადგენს წესრიგს ევროპაში, ისინი პატრონის ფეხებთან დადგებიან და „ოდნავ გააქიცინებენ კუდებს“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები ცდილობდნენ ტრამპის წინააღმდეგ ბრძოლას და შტატების საარჩევნო პროცესში ჩაერიენ, ხოლო რესპუბლიკელი კანდიდატის გამარჯვების შემდეგ დაბნეული იყვნენ.

„მათ მენტალურად მოსწონდათ ბაიდენი და ტრამპს სხვა იდეები აქვს იმის შესახებ, რა არის კარგი, რა არის ცუდი, მათ შორის ამ გენდერულ პოლიტიკასთან, სხვა საკითხებთან დაკაშირებით“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპამ სიამოვნებით შეასრულა ვაშინგტონის ნებისმიერი ბრძანება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს. მისივე თქმით, წარსულის ევროპელ ლიდერებს გამბედაობა ჰქონდათ, ებრძოლათ საკუთარი მოსაზრებისთვის, დღეს კი პრაქტიკულად არ არსებობს ასეთი ხალხი.

„ევროპაში იყვნენ ისეთი გამორჩეული პოლიტიკური მოღვაწეები, როგორიცაა დე გოლი, მიტერანი, უახლეს დროში – შირაკი. გერმანიაში – ვილი ბრანდტი, კოლი, შრედერი. ეს ის ხალხია, ვისაც საკუთარი მოსაზრება და გამბედაობა ჰქონდა, ებრძოლა ამ მოსაზრებისთვის, გამოეხატათ იგი, ესაუბრათ ამაზე და ეცადათ, პრაქტიკულ საქმიანობაში განეხორციელებინათ. დღეს იქ, პრაქტიკულად, არ არსებობს ასეთი ხალხი“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

წყარო: 1 არხი