ამერიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის „გენდერულ სიგიჟეს“ შეებრძოლება. განცხადება ტრამპმა AmericaFest-ზე გამოსვლისას გააკეთა. სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა თქვა, რომ „ტრანსგენდერულ სიგიჟეს“ შეებრძოლება. მის სიტყვებს აუდიტორიაში ოვაციები მოჰყვა.

„პირველ დღეს ჩემი კალმის ერთი მოსმით შევაჩერებთ ტრანსგენდერულ სიგიჟეს და ხელს მოვაწერ ბრძანებას, რომ შევაჩეროთ ბავშვების სექსუალური დასახიჩრება.’’ - განაცხადა ტრამპმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატების მთავრობა ოფიციალურად "აღიარებს მხოლოდ ორ სქესს - მამრობითსა და მდედრობითს.’’

აღსანიშნავია, რომ The Independent ნოემბერში წერდა, რომ ტრამპი ხელს მოაწერდა განკარგულებას, რომლის საფუძველზეც ჯარიდან ტრანსგენდერ სამხედრო პერსონალს გაათავისუფლებდნენ.