Toyota-მ Lexus-ის ელექტრომობილი წარმოადგინა, რომელსაც დაახლოებით 1000 კმ სიმძლავრის რეზერვი აქვს და რომლის გამოშვებასაც 2026 წლისთვის გეგმავს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

კონცეპტუალური მანქანა შექმნილია, იაპონური ავტომწარმოებლის ელექტრომობილებისკენ სტრატეგიული შემობრუნების ფარგლებში და დაფუძნებულია ბატარეის მოწინავე ტექნოლოგიაზე.

Lexus LF-ZC ელექტრომობილი იყენებს "პრიზმატულ, მაღალი წარმადობის" ბატარეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვეულებრივ ელექტრომობილებზე დაახლოებით ორჯერ მეტ ენერგიის რეზერვს.

„ამ გარღვევის მიღწევის გასაღები არის ნაწილების მინიმიზაცია და რაოდენობის შემცირება ყველა მიმართულებით. მათ შორისაა პატარა მაგრამ უფრო ეფექტური ბატარეები, უფრო დიდი სიმძლავრით და დიაპაზონით,“- განაცხადა Toyota-ს ბრენდინგის მიმართილების დირექტორმა საიმონ ჰემფრისმა კონცეპტუალური მოდელის წარდგენისას.

LF-ZC-ს აქვს ვრცელი სალონი და აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ტექნოლოგიით, რომელსაც Toyota უწოდებს Butler-ს.

ავტომწარმოებლის თქმით, ხელოვნური ინტელექტის სისტემას შეუძლია განსაზღვროს ისეთი პრეფერენციები, რომლებიც შესაძლოა მძღოლებმა არც კი იცოდნენ.

Toyota მიზნად ისახავს, ​​რომ 2035 წლისთვის ლუქს-ბრენდ Lexus-ის გლობალური გაყიდვების 100% ელექტრომობილებმა  შეადგინონ.

ავტომწარმოებელმა ასევე განაცხადა, რომ მან მიაღწია "გარღვევას" პრობლემების დაძლევაში, რომლებიც ადრე აღმოჩენილი იყო მყარი მდგომარეობის ბატარეების გამძლეობასთან დაკავშირებით.

კომპანიის მიზანია 2027-2028 წლებში გაყიდოს ასეთი ბატარეებით მომუშავე მანქანები.

carscoops-ის მიხედვით, LF-ZC-ს აქვს იგივე ზომები, რაც BMW i4-ს და Tesla Model 3-ს: 4750x1880x1390 მმ, ბორბლიანი ბაზა 2890 მმ. მისი ფორმა არის დაახლოებით სპორტულ სედანსა და უნივერსალს შორის.