ევროპა ლიგის ფინალამდე უეფა-მ გოლებისა და საგოლე გადაცემების ოფიციალური სტატისტიკა გამოაქვეყნა, სადაც გიორგი მიქაუტაძე ორ ნომინაციაში საუკეთესოთა შორის მოხვდა.
„ლიონის“ 24 წლის ქართველი თავდამსხმელი 2024/25 წლების ევროპის ლიგაზე საგოლე გადაცემებით მესამე ადგილზეა. გარდა ამისა, მიქაუტაძე იმ მოთამაშეთა შორის აღმოჩნდა, რომლებმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს გოლი+პასის სისტემით.
საგოლე პასები (ევროპა ლიგა 2024/25):
რაიან ჩერკი („ლიონი“) – 8
დრის მერტენსი („გალათასარაი“) – 6
გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“) – 5
გოლი + პასი (ჯამური ქულა):
რაიან ჩერკი („ლიონი“) – 12
ბრუნო ფერნანდეში („მანჩესტერ იუნაიტედი“) – 11
გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“) და დომინიკ სოლანკე („ტოტენჰემი“) – 9
შეგახსენებთ, რომ „ლიონმა“ უეფა-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირის მიმდინარე სეზონში მეოთხედფინალში გასვლა შეძლო. აღნიშნულ ეტაპზე მიქაუტაძის გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დამარცხდა.