ფრანგული კომპანია TotalEnergies, ტეხასში Google-ის მონაცემთა დამუშავების ცენტრებს მზის ელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიას მიაწვდის. 

როგორც TotalEnergies-ის პრესრელიზშია ნათქვამი, მან მა ხელი მოაწერა ორ ხელშეკრულებას, რომელიც 15 წლის განმავლობაში 28 ტერავატსაათი ელექტროენერგიის მიწოდებას ითვალისწინებს.

ელექტროენერგიის გამომუშავება ტეხასში, TotalEnergies-ის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე მოხდება. მშენებლობის დაწყება 2026 წლის მეორე კვარტალშია დაგეგმილი.

2025 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის, TotalEnergies-ის განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 32 გიგავატს აჭარბებდა.

წყარო: interfax