საქართველოს ნაკრების ლიდერები თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე ევრობასკეტის სათამაშო დღის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეების ხუთეულში მოხვდნენ.

კვიპროსის წინააღმდეგ შეხვედრაში თორნიკე შენგელიამ 27 ქულა, 4 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა, ხოლო ბითაძემ – 21 ქულა და 13 მოხსნა.

ფიბა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე მიმდინარეობს გამოკითხვა, თუ ვინ უნდა გახდეს ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის საუკეთესო მოთამაშე. ხმის მიცემა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კონტინენტის პირველობაზე ოთხი ტურის შემდეგ ორი მოგება და ორი მარცხი აქვს, ბოლო ტურის შეხვედრას ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი 4 სექტემბერს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ჩაატარებს, მატჩი 16:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ.

პირველი არხი