აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა ამერიკულ Comstock Resources-თან 1.65 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც აშშ-ში ბუნებრივი აირის მოპოვებისა და ტრანსპორტირების აქტივებში წილებს შეიძენს. შეთანხმებას მხარეებმა 2026 წლის 4 ნოემბერს მოაწერეს ხელი.
გარიგების პირობებით, SOCAR შეიძენს Comstock-ის წილის 20%-ის შესაბამის არაოპერირებად ინტერესს Legacy Haynesville-ის მოპოვების აქტივებში და 15%-ის შესაბამის ინტერესს Western Haynesville-ის აქტივებში. ამასთან, აზერბაიჯანული კომპანია შეიძენს Comstock-ის კუთვნილი Pinnacle Gas Services LLC-ის 73%-იანი წილის 15%-ს. გარიგების საერთო ფულადი ღირებულება 1.65 მილიარდი დოლარია, თუმცა საბოლოო თანხა შესაძლოა სტანდარტული სახელშეკრულებო კორექტირების შედეგად შეიცვალოს.
შეთანხმების მიხედვით, SOCAR-ის წილი Western Haynesville-ის აქტივებში ხუთი წლის შემდეგ 7.5%-მდე შემცირდება, მას შემდეგ, რაც კომპანია აღნიშნულ ინვესტიციაზე 15%-იან უკუგებას მიიღებს. ამასთან, SOCAR არ მიიღებს ოპერაციული მართვის უფლებას — აქტივების ოპერირებასა და მართვას კვლავ Comstock Resources გააგრძელებს.
გარიგების ძალაში შესვლის თარიღად 2026 წლის 1 ივლისია განსაზღვრული. შეთანხმების საბოლოოდ დასასრულებლად აუცილებელია შესაბამისი სახელმწიფო უწყებების თანხმობა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პროცედურების გავლა. კომპანიების მოლოდინით, გარიგება წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.