2027 წლის „ევროპის წლის ავტომობილის“ (Car of the Year) კონკურსის ფინალისტები ცნობილია. პრესტიჟული ჯილდოსთვის შვიდი მოდელი იბრძოლებს და კონკურსის 63-წლიან ისტორიაში პირველად, ფინალისტების სია მთლიანად ელექტრომობილებისგან შედგება.

მოდელები 38 კანდიდატს შორის შეარჩიეს. გადაწყვეტილება 25 ქვეყნის 65-წევრიანმა საერთაშორისო ჟიურიმ მიიღო.

მოდელები, რომლებიც ფინალში მოხვდნენ:

1. BMW iX3

2. Cupra Raval

3. Hyundai Ioniq 3

4. Kia EV2

5. Renault Twingo

6. Volkswagen ID. Polo

7. Volvo EX60

როგორ გამოვლინდება გამარჯვებული?

ფინალისტები 25-26 ნოემბერს იტალიაში, ბალოკოს ავტოდრომზე, დამატებით ტესტირებას გაივლიან. ჟიურის წევრები შეაფასებენ ავტომობილების ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, საინჟინრო გადაწყვეტებს, წარმადობას, აღჭურვილობასა და ფასისა და ხარისხის თანაფარდობას.