ელექტრომობილების სფეროში კონკურენციის გამწვავების მიუხედავად, Tesla Inc. შანხაის ქარხნიდან მიწოდებებს ზედიზედ მეორე კვარტალში ზრდის.
მარტში მიწოდებები, ექსპორტის ჩათვლით, 8.7%-ით გაიზარდა და 85,670 ელექტრომობილი შეადგინა, – იტყობინება ჩინეთის სამგზავრო მანქანების ასოციაცია (CPCA).
2026 წლის პირველ კვარტალში Tesla-ს ავტომობილების მიწოდება წინა წელთან შედარებით 23.5%-ით გაიზარდა. 2025 წლის მეოთხე კვარტალში ზრდამ 1.9% შეადგინა.