აშშ-ში, ტეხასის შტატში, სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც მინიმუმ რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც.
თვითმხილველების თქმით, ქალაქ ალენის სავაჭრო ცენტრში მამაკაცი გამვლელებს უმისამართოდ ესროდა. სავაჭრო ცენტრიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. სულ მცირე შვიდი ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათგან სამი მძიმე მდგომარეობაშია.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიკვიდირებულია თავდამსხმელი.