მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. უწყების ინფორმაციით, სროლა მას შემდეგ მოხდა, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს. დაღუპულთა შორისაა მესაზღვრე და აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომელი.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე იყო,

ფრენები კიშინიოვის აეროპორტიდან, ამ ეტაპზე შეჩერებულია.