Swift-ის კოსმოსური ობსერვატორია, რომელიც თითქმის 22 წლის წინ იყო გაშვებული, სავარაუდოდ, 4 ნოემბერს შევა დედამიწის ატმოსფეროში. ამის შესახებ Nasa იტყობინება.

აშშ-ის კოსმოსური ძალების გამოთვლებით, დაახლოებით 1,5 ტონა წონის მოწყობილობის დაბრუნება ხვალ,  თბილისის დროით დაახლოებით 12:30 საათზეა მოსალოდნელი. თუმცა, დრო შეიძლება მცირედით შეიცვალოს.

ორბიტის დახრილობის გამო, გადარჩენილი ფრაგმენტები შეიძლება მოხვდეს ზოლში 20,6 გრადუსს შორის ჩრდილოეთ და სამხრეთ განედის შორის. 

„სვიფტი“ კოსმოსში 2004 წელს გაუშვეს გამა-გამოსხივების აფეთქებების (ძლიერი კოსმოსური აფეთქებების) შესასწავლად. მისი ძირითადი მისია ორ წელზე იყო დაგეგმილი, მაგრამ ობსერვატორიამ სამეცნიერო ოპერაციები ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში განაგრძო.