იაპონური კორპორაცია Suzuki Motor ტაილანდში მანქანების წარმოებას შეწყვეტს და ქარხანას 2025 წლის ბოლომდე დახურავს.

იაპონური ავტომობილების მწარმოებლები აზიის ბაზარზე ჩინურ კომპანიებთან კონკურენციაში არიან.

როგორც სააგენტო Kyodo კომპანიის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, Suzuki Motor გეგმავს ავტომობილების ქარხნის დახურვას რაიონგის რეგიონში. კომპანიამ დახურვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დადგინდა, რომ ტაილანდის ბაზარზე გაყიდვების საწყისი მოლოდინი არ შესრულდა.

Suzuki Motor Thailand Co, ადგილობრივი შვილობილი კომპანია, ქარხნის დახურვის შემდეგ 800 თანამშრომელს კომპანიის სხვა ობიექტებში გადაიყვანს. ქარხანამ კომპაქტური მანქანების წარმოება 2012 წელს დაიწყო.