დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, რიში სუნაკი და აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი შეთანხმდნენ თავიანთი ალიანსის გაძლიერებისა და უკრაინის მხარდაჭერის შენარჩუნების აუცილებლობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ბრიტანეთის პრემიერის ოფისში განაცხადეს, რომ ლიდერებმა განიხილა უკრაინის კონტრშეტევა და ხაზი გაუსვეს „უკრაინის საერთაშორისო პარტნიორების გრძელვადიანი მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელიც უკრაინას სჭირდება ამ ომის მოსაგებად და სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“.