2025 წელს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მსოფლიოში ყველაზე დიდი „ხის ქალაქის“  მშენებლობა დაიწყება. ქალაქი 250 კვ.მ ფართობის იქნება, სადაც 7000 ოფისი, 2000 საცხოვრებელი სახლი, ასევე რესტორნები და მაღაზიები განთავსდება. პროექტი $1,4 მილიარდად არის შეფასებული. 

„ხის ქალაქი“ არქიტექტურულმა კომპანიებმა White Arkitekter-მა და Henning Larsen-მა დააპროექტეს. 

აღმოჩნდა, რომ ხის კონსტრუქცია ტრადიციულ მასალებთან შედარებით ნახშირორჟანგის ემისიებს ამცირებს, თუმცა ახალ რისკებს ქმნის, რომელთაგან პირველი სახანძრო უსაფრთხოებაა. პროექტის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ამის შესახებ შიშები ინფორმირებულობის ნაკლებობითაა გამოწვეული, ხოლო სკეპტიკოსები ხანძარსაწინააღმდეგო რეგულაციების პრობლემებზე მიუთითებენ. 

პროექტის მშენებლობას ჯამში 10 წელი დასჭირდება, თუმცა პირველი შენობა „ხის ქალაქში“ 2027 წელს გაიხსნება.