მსოფლიოში უდიდესი ყავის მაღაზიების ქსელის მფლობელი ამერიკული Starbucks Corp. Chipotle Mexican Grill რესტორნების ოპერატორის შესყიდვას არ აპირებს, იტყობინება NBC News კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით.

გასულ კვირას, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Starbucks-ი ბოლო თვეების განმავლობაში მრჩევლებთან ერთად თანამშრომლობდა Chipotle-ის, მექსიკური რესტორნების ქსელის შესყიდვის წინადადებაზე, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 39 მილიარდი დოლარია.

„ჩვენ გვაქვს პოლიტიკა, რომ არ გავაკეთოთ კომენტარი ჭორებსა და სპეკულაციებზე, მაგრამ გვინდა, რომ ნათლად ვთქვათ: ჩვენ არ ვყიდულობთ Chipotle-ს“, - განაცხადა Starbucks-მა.

კომპანია ორიენტირებულია ბიზნესის გაჯანსაღების გეგმის განხორციელებაზე.

ვრცლად interfax-ზე