სტამბოლში უცნობმა პირებმა ერდოღანის პარტიის ოფისს ცეცხლი გაუხსნეს და მიიმალნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თურქული მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე შეტყობინების საფუძველზე პოლიციის დიდი ბრიგადა გაიგზავნა. გამოძიება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, 14 მაისს თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანი ოპოზიციური ალიანსის მთავარ კანდიდატს, ქემალ კილიჩდაროღლუს დაუპირისპირდება. მედიის ინფორმაციით, სოციოლოგიური კვლევის თანახმად, კილიჩდაროღლუს გამოკითხულთა 42,6% უჭერს მხარს, ხოლო ერდოღანს – 41,1%.