ინვესტორები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის ნავთობისა და გაზის უხვი რეზერვების წყალობით გამდიდრდნენ, სულ უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას აფრიკის სუფთა ენერგიის სექტორზე. მათ იზიდავს ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნა, სწრაფი ურბანიზაცია და კონტინენტის მზარდი როლი კრიტიკული მინერალებისა და სამრეწველო პროდუქტების გლობალური მიწოდების ჯაჭვებში.

ორგანიზაცია Clean Air Task–ის მიერ გასულ თვეში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის ბოლოსთვის, სპარსეთის ყურის ქვეყნებმა აფრიკის განახლებადი ენერგიის სექტორში 101.9 მილიარდ დოლარზე მეტი (88.8 მილიარდი ევრო) ინვესტიცია ჩადეს. ლიდერობენ არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, კატარი, ქუვეითი და ბაჰრეინი.

ვრცლად euronews – ზე