SpaceX-მა Falcon Heavy-ის რაკეტის გაშვება დაგეგმილ დრომდე ერთი წუთით ადრე გააუქმა. რაკეტას ორბიტაზე მსოფლიოში ყველაზე მძიმე სატელეკომუნიკაციო კავშირის თანამგზავრი Jupiter 3 უნდა გაეშვა.
ამის შესახებ ინფორმაცია SpaceX-ის Twitter-ის გვერდზე გავრცელდა.
„ჩვენ ვაუქმებთ Falcon Heavy-ის დღევანდელ გაშვებას Jupiter 3-ის მისიის ფარგლებში იმის გამო, რომ დაფიქსირდა მისიის გაუქმების პირობები“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
რაკეტის გაშვების მეორე მცდელობა დღეს, 27 ივლისს, შედგება.