იაპონური SoftBank Group-ი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებში ინვესტიციების ახალი ტალღის დასაფინანსებლად სპარსეთის ყურის ქვეყნების ინვესტორებისგან 100 მილიარდ დოლარამდე თანხის მოზიდვას გეგმავს, – ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი სიტუაციის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
წყაროების ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში SoftBank-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მასაიოში სონმა მოლაპარაკებები გამართა არაერთ მაღალი რანგის ოფიციალურ პირთან, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლებთან.
კომპანია გეგმავს ახლო აღმოსავლელი ინვესტორებისგან მიღებული სახსრების გამოყენებას ფონდის შესაქმნელად, რომელიც შეიძენს კომპანიებს და ოპტიმიზაციას გაუწევს მათ ოპერაციებს ხელოვნური ინტელექტისა და სხვა მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით.
გასულ კვირას კომპანიამ გამოაცხადა, რომ ChatGPT დეველოპერის უახლესი დაფინანსების რაუნდის ფარგლებში OpenAI-ში 30 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო. ერთი თვის წინ, SoftBank-მა მაღალი შემოსავლიანობის კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე მასშტაბური გაყიდვით 11.1 მილიარდი დოლარი მოიზიდა.