სმარტფონების მწარმოებლები მთელ მსოფლიოში ახალი მოწყობილობების ფასების გასაზრდელად ემზადებიან – ამის შესახებ გამოცემა DigiTimes-ი იუწყება.

მედიის წყაროებმა, ფასის ზრდის მიზეზად წარმოების ხარჯების ზრდა დაასახელეს. ეს იმით არის განპირობებული, რომ ტაივანურმა კორპორაციამ TSMC (Taiwan Semiconductor Manufacturing Company), რომელიც თანამედროვე პროცესორებს აწარმოებს, პარტნიორებს პროდუქციის ფასების 5-10 პროცენტით ზრდის შესახებ აცნობა. თავის მხრივ, ეს ახალი სმარტფონების ფასზე აისახება.

ამგვარად, TSMC პროცესორები გამოყენებული იქნება ახალ iPhone-ებში, რომლებიც სექტემბერში გამოცხადდება. Samsung-ის Galaxy S26 ფლაგმანური მოწყობილობები, სავარაუდოდ, Qualcomm Snapdragon 8 Elite Gen 2 ჩიპებით იქნება აღჭურვილი, რომლებსაც ასევე TSMC აწარმოებს.

გარდა ამისა, ბევრი ტოპ Android სმარტფონი მიიღებს Qualcomm-ის პროცესორებს. ახალი ფასებით სმარტფონები, სავარაუდოდ, 2025 წლის ბოლომდე გამოჩნდება. წყაროებმა აღნიშნეს, რომ სმარტფონების მწარმოებლები ცდილობენ შეამცირონ TSMC-ზე დამოკიდებულება. 

ვრცლად lenta.ru – ზე