OpenAI ინვესტორებთან წინასწარ მოლაპარაკებებს აწარმოებს ახალი დაფინანსების რაუნდის შესახებ, რომელიც ChatGPT დეველოპერის IPO-მდე 1.2 ტრილიონ დოლარზე მეტად შეაფასებს, - ამის შესახებ Bloomberg წერს.
სააგენტოს წყაროს თქმით, თანხების მოზიდვის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, ზუსტად როდის გადაწყვეტს OpenAI ბირჟაზე აქციების პირველად საჯარო შეთავაზებას. მისი თქმით, მოლაპარაკებები ინვესტორების ინიციატივით დაიწყო.