სლოვენია ცვლის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის გეგმას დივაკა-კოპერის ხაზზე იშვიათი გამოქვაბულების შესანარჩუნებლად – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს

სამუშაოების დროს მშენებლებმა 30-დან 40 მეტრამდე სიღრმეზე აღმოაჩინეს 88 კარსტული გამოქვაბული, რომლებიც წარმოიქმნება ქანების დაშლის გამო. მათგან ყველაზე დიდის სიგრძე 800 მეტრია. აღმოჩენილი გამოქვაბულების ზუსტი ასაკი ჯერ დადგენილი არ არის, მაგრამ გეოლოგებმა სტალაქტიტებიდან დაადგინეს, რომ გამოქვაბულები ნამდვილად მილიონ წელზე მეტია.

ასეთი სპეციფიკის გამოქვაბულები სლოვენიაში აქამდე არ იყო ნაპოვნი, ამიტომ გადაწყდა მათი შენარჩუნება. ამისთვის დიდ გამოქვაბულებში 25-დან 40 მეტრამდე სიგრძის ხუთი ხიდი აშენდება, რომლებზეც მატარებლები იმოძრავებენ. მშენებლობა არ დააზიანებს მყიფე ქანებს. მცირე გამოქვაბულებში საკმარისი იქნება გვირაბის დაფარვა ეკოლოგიურად სუფთა მასალის - ბეტონისგან დამზადებული დამატებითი ყალიბით.