აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, ირანის მხრიდან მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხის არსებობის გამო, საცხოვრებელი სახლიდან სამხედრო ბაზაზე გადავიდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ტრამპის ადმინისტრაციის დაზვერვის მაღალჩინოსნის მიერ შედგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ირანმა გააძლიერა აშშ-ის პერსონალზე თავდასხმის მცდელობები და რომ თეირანის მიერ ამერიკელი მოქალაქეების წინააღმდეგ სასიკვდილო თავდასხმების გეგმებმა “განვითარების მოწინავე ეტაპს“ მიაღწია.

ამ დროისთვის უცნობია, რამდენად სერიოზული იყო საფრთხე, რომელიც ბესენტს ემუქრებოდა.

ბესენტი თეირანის წინააღმდეგ ვაშინგტონის ეკონომიკური ზეწოლის კამპანიის მთავარ ფიგურას წარმოადგენს აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ 28 თებერვალს დაწყებული ომის განმავლობაში.

ipn.ge