რუსეთის ბაზრის დატოვებაზე უარის გამო, რამდენიმე ათეულმა სკანდინავიურმა კომპანიამ ამერიკულ საკონდიტრო მწარმოებელ Mondelez International-თან თანამშრომლობა შეწყვიტა (კომპანია ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Oreo, Mars Alpen Gold, Milka, Toblerone, Barny, Halls, Tuc და სხვები).
სააგენტოს ცნობით, მონდელესის კორპორატიულ ბოიკოტს შეუერთდნენ SAS და Norwegian Air ავიახაზები, SJ railway group, Strawberry სასტუმროების ქსელი, Elkjop საცალო ქსელი, Fjord Line გადაზიდვის ჯგუფი, ნორვეგიის ფეხბურთის ასოციაცია და სხვები.
Reuters-ის ცნობით, ამერიკულ კორპორაციას ფართო მასშტაბის წარმოება აქვს ნორვეგიასა და შვედეთში მისი ადგილობრივი შოკოლადის მწარმოებლების Freia-სა და Marabou-ს მეშვეობით. ბოიკოტის ფონზე კომპანიამ 11 ივნისს მიმართა ნორვეგიის მთავრობას ადგილობრივი ბიზნესის დასაცავად.
