უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ (НАПК) ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა ამერიკული ტრანსნაციონალური კომპანია Mondelez International-ი, რომელიც საკონდიტრო ნაწარმს, კვების პროდუქტებს და სასმელებს აწარმოებს. ამის შესახებ უწყების პრესსამსახური იტყობინება.

სააგენტო ხაზს უსვამს, რომ Mondelez International-ი არ გამოსულა რუსეთის ფედერაციიდან სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.

„კომპანიის ინტერესებს, რომლის წლიური შემოსავალი დაახლოებით 26 მილიარდი დოლარია და  მსოფლიოს 160 ქვეყანაში ოპერირებს, რუსეთის ბაზარზე Мон'дэлис Русь წარმოადგენს, რომელსაც სამი ქარხანა აქვს „ბოლშევიკი“, რომელიც აწარმოებს ნამცხვარს „იუბილენოე“, „ორეო“, „დათუნია ბარნი“  და „ტუკის“ კრეკერები. პოკროვკის ქარხანაში იწარმოება შოკოლადი „ალპენ გოლდი“, „ვოზდუშნი“, „მილკა“ და „პიკნიკის“ ბატონი.  ველიკი ნიოვგოროდის ქარხანა კი საღეჭ რეზინ „დიროლს “ და საწუწნ კანფეტი „ჰოლსს“ აწარმოებს. კომპანია საკონდიტრო ნაწარმის ბაზრის ლიდერია შოკოლადის, შოკოლადის კანფეტებისა და ორცხობილების კატეგორიებში, ასევე მეორე ადგილზეა საღეჭი რეზინისა და კარამელების კატეგორიაში,“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

2022 წლის შედეგების მიხედვით, Mondelez International-ის რუსული ფილიალის მოგებამ შეადგინა $339 მილიონი (+303% წელიწადში), შემოსავალი - $1 მილიარდზე მეტი (+38% წელიწადში). კომპანიამ გადასახადებით  აგრესორის ქვეყნის ბიუჯეტი 61 მილიონ დოლარზე მეტით შეავსო - აცხადებენ НАПК-ში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, Mondelez-ის ბალტიისპირეთის ფილიალების თანამშრომლებმა კომპანიის გენერალურ დირექტორს დირკ ვან დე პუტს პეტიციით მიმართეს, რომ  რუსეთში ბიზნესი შეეწყვიტა, რაზედაც Mondelez-ის რეაგირება ფორმალური იყო, კომპანიამ გამოაცხადა რომ აჩერებს რუსეთში ახალ ინვესტიციებში და რეკლამაში ფულის ჩადებას.