ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა, რომელმაც სპორტიდან 2024 წლის ნოემბერში წავიდა, ესპანეთში ღვინის წარმოების ბიზნესი გახსნა, იტყობინება Le Figaro.
სპორტსმენმა გამოაცხადა შეზღუდული გამოშვების ღვინის, სახელწოდებით El Tenista („ჩოგბურთელი“) გამოშვების შესახებ. პროექტი ხორციელდება Vinas Familia Gil-თან პარტნიორობით, 1916 წელს დაარსებულ ოჯახურ ჯგუფთან, რომელიც ესპანეთში რამდენიმე ღვინის ქარხანას ფლობს. ეს ღვინო, რომლის სახელიც რაფაელ ნადალის ხანგრძლივ სპორტულ კარიერას უკავშირდება, სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთის ქალაქ ხუმილაში დაიბადა. იგი 100%-ით მურვედრის ყურძნისგან მზადდება (პირენეის ნახევარკუნძულზე უფრო მონასტრელის სახელით არის ცნობილი). ყურძენი Vinas Familia Gil-ის საკუთრებაში არსებული მრავალი ვენახიდან ერთ-ერთში მოჰყავთ.
ამ პროექტმა შესაძლებელი გახადა მონასტრელის ჯიშის ძველი ვაზის აღორძინება, რომელიც, თითქოს ჩანდა, რომ დავიწყებისთვის იყო განწირული. „ძალიან მიხარია, რომ ამ პროექტის ნაწილი ვარ. ვისწავლო ოჯახისგან, რომელსაც ასეთი მდიდარი გამოცდილება აქვს და გავიარო ეს გზა მათთან ერთად“ – განაცხადა ჩოგბურთელმა.
ვებსაიტის ცნობით, ღვინო დამზადებულია 750 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ვენახის კირქვიან ნიადაგებში მოკრეფილი ყურძნისგან. არომატში შავი ხილის ნოტებია შერწყმული ველური მცენარეულობისა და ხმელთაშუა ზღვის არომატის ნოტებთან. ღვინის გემოში იშლება ნიუანსები და რბილი ტანინები.