ჩინურმა კომპანია Sinopec-მა, სინციან უიგურის ავტონომიურ რეგიონში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, აზიის ყველაზე ღრმა ნავთობისა და გაზის ჭაბურღილის ბურღვა დაიწყო.
ტარიმის ველზე, ტაკლა მაკანის უდაბნოსთან, ჭაბურღილის სავარაუდო სიღრმე 9472 მეტრი იქნება, რაც 600 მეტრზე მეტია ვიდრე ევერესტი, განაცხადა ნავთობქიმიურმა კომპანიამ.
ექსპერტების აზრით, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთი მსოფლიოში წამყვან პოზიციას იკავებს ულტრა ღრმა ჭაბურღილების ბურღვის ტექნოლოგიის სფეროში, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Xinhua.