აშშ-ის პრეზიდენტი ჩინელ კოლეგასთან ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა ჰყიდდეს თუ არა აშშ ტაივანზე იარაღს, ტრამპმა განაცხადა, რომ ამ საკითხს ჩინელ კოლეგასთან განიხილავს.

„პრეზიდენტ სის სურს, რომ არ მივყიდოთ და ამ თემაზე ვისაუბრებთ. ეს ერთ-ერთია იმ მრავალ საკითხს შორის, რასაც განვიხილავთ. იცით, ჩვენ კარგად ვთანამშრომლობდით, „კოვიდის“ გარდა, მაგრამ ამის მიღმა კარგი ურთიერთობა გვქონდა. ვხედავ, რომ ის გასაოცარი ადამიანია. როცა ამას ვამბობ, პრესა ყოველთვის წერს: „ოჰ, საშინელებაა, რომ მას ასე შეარქვა“, მაგრამ, იცით, ის 1.4 მილიარდ ადამიანს მართავს რკინის მუშტით. მას თავისი ქვეყანა უყვარს, ამას გეტყვით“, – განაცხადა ტრამპმა.

1tv.ge