ახლო აღმოსავლეთში შესაძლო ესკალაციის გამო ნავთობი კვლავ გაძვირდა. 12 მაისს „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 106,4 დოლარი ღირდა, ხოლო WTI- 100,6 დოლარი. ამის შესახებ Trading „Economics“-ის მონაცემები მიუთითებს.

11 მაისის დილით, ბრენტის ფასები მერყეობდა 103–105 დოლარის ფარგლებში, ხოლო WTI-96,5-100 დოლარის ფარგლებში.

ნავთობის გაძვირება უკავშირდება აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების კუთხით არსებულ მყიფე მდგომარეობას.

ცნობისთვის აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ზავი „ხელოვნურ სუნთქვაზეა“ და მიუთითა სამშვიდობო მოლაპარაკებებში რიგ მოთხოვნებთან დაკავშირებულ უთანხმოებებზე.

1tv.ge