შვეიცარიელმა მეცნიერებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ გლობალური დათბობის შედეგების გამო ქვეყანაში წელს მყინვარების მასიური დნობა დაფიქსირდა, ქვეყნის მყინვარების საერთო მოცულობა 3%-ით შემცირდა, რაც მეოთხე ყველაზე დიდი წლიური კლებაა.
შვეიცარიის მყინვარების მონიტორინგის ჯგუფის GLAMOS-ისა და შვეიცარიის მეცნიერებათა აკადემიის ანგარიშის თანახმად, წლევანდელი მონაცემების მიხედვით, შვეიცარიის ყინულის მასა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა.