შვეიცარიის ალპებში ზვავის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ზვავში მოყოლილი ადამიანების ზუსტი რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.

სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ჩამოწვა ზვავი შვეიცარიულ კურორტზე. სამაშველო-სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.