შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა კონტაქტი საქართველოს პარლამენტთან, - ამის შესახებ შვედეთის პარლამენტის წევრი, ევროპის საბჭოს თავდაცვისა და საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის წევრი, გუსტავ გოტბერგი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ჯგუფი არ ეთანხმება ახალი პრეზიდენტის არაკონსტიტუციურ დანიშვნას და საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, - წერს შვედი დეპუტატი.