ნავთობის გიგანტი Shell ღრმა წყლების გამოკვლევისა და წარმოებისას, ოფშორული ნავთობის მოპოვების გაზრდის მიზნით, SparkCognition-ის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას გამოიყენებს. ამის შესახებ Reuters წერს.
SparkCognition-ის ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები, Shell-ის ახალი ნავთობის საბადოების ძიებისთვის, დიდი მოცულობის სეისმურ მონაცემებს დაამუშავებენ და გააანალიზებენ.
„ჩვენ მზად ვართ ვიპოვოთ ახალი და ინოვაციური გზები საძიებო სფეროში მუშაობისთვის“, - განაცხადა Shell-ის ინოვაციებისა და ეფექტურობის ვიცე-პრეზიდენტმა გაბრიელ გუერამ.
ახალი ტექნოლოგიების მიზანი ოპერაციული ეფექტურობისა და სიჩქარის, ასევე წარმოებისა და ძიების ეფექტურობის ზრდაა. კომპანიების თქმით, ახალმა პროცესმა შეიძლება შეამციროს საძიებო სამუშაოები ცხრა თვიდან ცხრა დღეზე ნაკლებ დრომდე.
ნაკლები სეისმური კვლევები აჩქარებს საძიებო სამუშაოებს და დაზოგავს ხარჯებს, დასძინეს კომპანიებმა.