„შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი დღეიდან სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდავად განიხილება“, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მედიას განუცხადეს, რომ ამ გემების დროშის მქონე ქვეყნები ჩაითვლება კონფლიქტში ჩართულად.
გარდა ამისა, შავი ზღვის საერთაშორისო წყლების ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში საზღვაო ზონები დროებით სანაოსნოდ სახიფათოდ გამოცხადდა.
„მეზღვაურებისთვის უსაფრთხოების გარანტიების გაუქმების შესახებ შესაბამისი საინფორმაციო გაფრთხილებები გაცემულია დადგენილი წესით“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.