საქართველოს ხელისუფლება, მისი მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მათი ნათლია ივანიშვილი ნამდვილად არასწორ გზაზე დგანან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, მაიკლ გალერი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

ევროპარლამენტარის თქმით, საზოგადოებას მომავალ არჩევნებზე შანსი აქვს.

„საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას, რომელიც საპროტესტო აქციებს მართავს, აქვს შანსი, გააერთიანოს ძალები და მოაწყოს სანდო პროევროპული ალტერნატივა მომავალი არჩევნებისთვის!“, - წერს ევროპარლამენტარი გალერი.