ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია სპეციალური ფონდის შექმნის შესახებ, რომელიც დაეხმარება იმ ქალებს, რომელთაც საკუთარ ქვეყანაში აბორტი აკრძალული აქვთ. რეზოლუცია მიიღეს 358 ხმით 202-ის წინააღმდეგ. მას მხარი დაუჭირეს ლიბერალებმა, სოციალისტებმა და მემარცხენეებმა, ხოლო მემარჯვენე ჯგუფები წინააღმდეგი იყვნენ.

რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნები ნებაყოფლობით შეძლებენ, მიიღონ ისეთი ქალები, რომლებსაც თავიანთ ქვეყანაში აბორტი იურიდიულად ეკრძალებათ.

ფონდი ევროკავშირის სახსრებით დაფინანსდება.

მალტაში აბორტი სრულად აკრძალულია. პოლონეთში ნებადართულია მხოლოდ გაუპატიურების შედეგად ფეხმძიმობის ან ქალის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემთხვევაში. სხვა ქვეყნებში კანონები უფრო მსუბუქია, თუმცა ზოგ ქვეყანაში ჯანდაცვა არ ფარავს.

რეზოლუცია შემუშავდა ევროპული სამოქალაქო ინიციატივის „ჩემი ხმა, ჩემი არჩევანი“ საპასუხოდ, რომელმაც მილიონზე მეტი ხელმოწერა მოაგროვა და ევროპაში აბორტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მოითხოვა.

1tv.ge