საუდის არაბეთის კომპანია Midad Energy-მ ხელი მოაწერა წინასწარ შეთანხმებას რუსული „ლუკოილის“ სანქცირებული აქტივების შეძენის შესახებ, იტყობინება Reuters წყაროებზე დაყრდნობით.

გარიგებას ჯერ კიდევ სჭირდება აშშ-ის მარეგულირებლების დამტკიცება.

როგორც გამოცემის წყაროებმა აღნიშნეს, ამ ეტაპზე არ არსებობს გარანტია, რომ მარეგულირებლები შეძენას დაამტკიცებენ.

ცნობისთვის, კომპანიამ თავისი აქტივები 28 თებერვლამდე უნდა გაყიდოს.