უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით დაწესებული მასიური ანტირუსული სანქციების ფონზე, რუსეთი ინდოეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა.
ინდოეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრომ გამოაქვეყნა ახალი სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, იანვარ-მაისში ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 3,8-ჯერ - რეკორდულ 27,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
იმპორტი რუსეთიდან ინდოეთში საანგარიშო პერიოდში 3,8-ჯერ გაიზარდა და 27,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ინდოეთიდან რუსეთში ექსპორტმაც 2,6-ჯერ ზრდა აჩვენა და 639 მილიონ დოლარს მიაღწია.
ინდოეთში საქონლის იმპორტიორ ქვეყნებს შორის რუსეთი ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.
უკრაინაში რუსეთის შემოჭრისა და შემდგომი სანქციების შემდეგ, ინდოეთი რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი მთავარი მყიდველი გახდა. აღსანიშნავია, რომ ინდოეთს რუსები ნავთობს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ყიდიან.
2023 წლის 11 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ომის1 წლის განმავლობაში ინდოეთმა რუსული ნავთობის იმპორტი 10-ჯერ გაზარდა.