ფრანგული Sanofi ამერიკული ბიოფარმაცევტული კომპანიის Inhibrx-ის აქტივებს ყიდულობს. ტრანზაქციის თანხა დაახლოებით $2,2 მილიარდი იქნება.

Sanofi-ის პრესრელიზის თანახმად, კომპანია იძენს Inhibrx-ის ყველა აქტივს, რომელიც დაკავშირებულია INBRX-101-თან, საკვლევ მედიკამენტთან, რომელიც იშვიათი გენეტიკური დაავადების (ალფა-1 ანტიტრიფსინის დეფიციტი), სამკურნალოდაა შექმნილი.

აღნიშნული დაავადება ფილტვის ქსოვილის პროგრესირებად განადგურებას იწვევს. Inhibrx-ის დარჩენილი აქტივები გამოიყოფა დამოუკიდებელ კომპანიად, რომლის შესახებ ინფორმაცია მომავალში გასაჯაროვდება.

მხარეები ხელშეკრულების დასრულებას მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გეგმავენ.